“ჩემი აზრით, თავიდან უნდა დავიწყოთ და კომუნისტებმა რომ ჩაატარეს, ის არჩევნებიც უნდა გამოვიძიოთ”, – ასე ეხმიანება „გირჩის” ერთ- ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელი მიხედვით, ოპოზიციით შემდგარმა საგამოძიებო კომისიის წევრებმა, არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო, არამედ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც უნდა გამოიძიოს.
ასევე, ის ეხმაურება კარლ ჰარცელის მოწოდებას, რომლის მიხედვით, ოპოზიციამ კომისიაში მონაწილეობა უნდა მიიღოს:
„მე და კარლ ჰარცელი განსხვავებული ადამიანები ვართ, სავალდებულო ხომ არ არის, ერთმანეთს ვეთანხმებოდეთ? კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე შეიარეთ, დააკვირდით და კარლ ჰარცელს თქვენც არ დაეთანხმებით. პრობლემა შინაარსთან გვაქვს, შემადგენლობას არ ვერჩით, მშვენიერი ადამიანები არიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.










