კონგოში მომხდარ თავდასხმებს, სულ მცირე, 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გაეროს ცნობით, თავდასხმები კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე 2 სოფელში მოხდა.
შეიარაღებულმა პირებმა საცხოვრებელი სახლები გადაწვეს და ადგილობრივები გაიტაცეს. .
კონგოს უფლებადამცველი ორგანიზაციები მომხდარში ისლამურ შეიარაღებულ ჯგუფს ადანაშაულებენ.











