კოლორადოში მამაკაცმა დაბადების დღის წვეულებაზე 6 ადამიანი მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდები დაბადების დღეს ტრაილერის საბარგულში აღნიშნავდნენ.
თავდამსხმელი წვეულებაზე მყოფი ერთ-ერთი გოგონას მეგობარი ბიჭი იყო.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.











