თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მკვლელობისა და სამი ადამიანი დაჭრის ფაქტზე ბრალდებული პირები დააპატიმრა.
ბრალდებულების ადვოკატი, ილია ოთარაშვილი, ალექსანდრე ტურიაშვილისათვის 5 ათასი, ხოლო ჯუანშერ ტურიაშვილისათვის 10 ათას ლარიან გირაოსა და ელექტრონულ სამაჯურს ითხოვდა.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია, ორივე ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შესახებ.
ჯუანშერ ტურიაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, ალექსანდრე ტურიაშვილი კი ბრალს არ ეთანხმება და დანაშაულს არ აღიარებს.
წინასასამართლო სხდომა სისხლის სამართლის საქმეზე 18 აპრილს გაიმართება.
შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდასხმა სოფელ ჩუმლაყში 25 მარტს გამთენიისას მოხდა.
სროლის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა სამი მამაკაცი.
დაჭრილებს შორის არის, კრიმინალური ავტორიტეტი, მალხაზ ბადუშვილი, რომელმაც წარსულში, ტურიაშვილების ახლო ნათესავი მოკლა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სიახლის სამართლის კოდექსის 108- ე, 19, 109-ე და 376- ე მუხლებით მიმდინარეობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











