აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის აგრესიის შედეგად 27 სექტემბრიდან დღემდე სულ დაღუპულია 47 და დაშავებულკია 222 სამოქალაქო პირი. ადგლობრივი მედია ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, მათივე ცნობით, ომის შეედეგად 301 სამოქალაქო დაწესებულება და 1669 საცხოვრებელი სახლი სერიოზულადაა დაზიანებული.
სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის იბრძვიან, რომელიც დიდი ხნის განამვლობაში სადავო იყო. იგი აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ კონტროლდება ეთნიკური სომხების მიერ.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს ყველაზე სისხლიანი შეტაკებებია ამ რეგიონში.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა.











