კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, ღაზას სექტორში 219 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Times of Israel-ის ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილთაგან 63 ბავშვია. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, 1 530 ადამიანი დაშავდა.
ისრაელში ამბობენ, რომ ღაზას სექტორში დაღუპულებს შორის სულ მცირე 150 ადამიანი პალესტინური ტერორისტული დაჯგუფებების წევრი იყო, სამოქალაქო მსხვერპლი კი ძირითადად „ჰამასის“ მიერ შეცდომით ნასროლმა რაკეტებმა გამოიწვია.
ისრაელის შექმნა და „კატასტროფა“ – ისტორიული კონფლიქტი პალესტინასთან (მიმოხილვა)











