კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარაში დაფიქირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქისრებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, აჭარაში ამ დროისთვის კვლავ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, აჭარაში სხვადასხვა სახის შეზღუდვაა დაწესებული.
გთავაზობთ კორონავირუსის შემთხვევების გადანაწილებას რეგიონების მიხედვით:
აჭარა – 416; თბილისი – 72; იმერეთი – 44; სამეგრელო – 23; ქვემო-ქართლი – 10; გურია – 8; სამცხე-ჯავახეთი – 3; კახეთი- 1; შიდა-ქართლი – 1
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 578 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375, ასევე გარდაიცვალა 2 ადამიანი. გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 52-ს შეადგენს.











