„კორონავირუსის პანდემია კონტროლს არ ექვემდებარება“, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს საჭიროა გლობალური სოლიდარობა.
„ვირუსი მთავარ გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს. ამ კრიზისს მხოლოდ ვაქცინა ვერ გადაჭრის. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა ახალი და ყველა არსებული საშუალების მასიური გააქტიურება, განსაკუთრებით მომავალი 12 თვის განმავლობაში“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
გუტერეშმა ასევე ისაუბრა დეზინფორმაციაზე, რომელიც კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით ვრცელდება.
„ამ ლეტალური დაავადების ფონზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევაჩეროთ დეზინფორმაცია, რომელიც კლავს“,- აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა.











