კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი ინფიცირება ისევ თბილისში, აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება.
ამასთან, ბოლო ორი დღეა, დედაქალაქში ინფიცირების რაოდენობის კლება შეინიშნება.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში – 437, იმერეთში – 388, ქვემო ქართლში – 32, შიდა ქართლში – 125, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 151, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – არც ერთი.
დღეს ქვეყანაში ვირუსის სულ 1709 შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, გამოჯანმრთელდა 2075 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 20.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3324 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, კოვიდ-სასტუმროში – 2346, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.











