საქართველოში 16 აპრილის შემდეგ, კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 38 ადამიანი დაინფიცირდა.
მიანიშნებს თუ არა ვირუსის გავრცელების ტენდენცია, რომ ქვეყანაში უახლოეს მომავალში კარანტინი გამოცხადდება? – საკითხზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე საუბრობს.
როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რეკომენდაციებს არ დაიცვას, ხელისუფლებას ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება მოუწევს.
“38 ახალი შემთხვევა საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუმცა ძალიან საყურადღებო და სერიოზულად მისადგომი ფაქტია. ნათელია, რომ კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, ამიტომ მოსახლეობას რეკომენდაციების სრული დაცვისკენ მოვუწოდებ.
პოლო პერიოდში ჩვენმა საზოგადოებამ ყურადღება მოადუნა, კორონავირუსის მიმართ თითქოს შიში გაუქრა და რეკომენდაციების აღარ იცავს, რაც არასახარბიელო შედეგამდე მიგვიყვანს. ახლა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გახსნილია, ამიტომ სერიოზული ყურადღებაა საჭირო, რათა ისევ ჩასაკეტები არ გავხდეთ.
ახლა საფრთხილო პერიოდია, შემოდგომა იწყება, იმატებს რესპირაციული ვირუსების რაოდენობა და ძალიან გაჭირდება გარჩევა, რომელი კოვიდია და რომელი რესპირაციული ვირუსი, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.
კითხვაზე, იქედან გამომდინარე, რომ თბილისში კორონავირუსის კლასტერი არსებობს, რამდენად მაღალია დედაქალაქის ჩაკეტვის ალბათობა? ეზუგბაია გვპასუხობს:
„თუ დავიცავთ ღონისძიებებს, თბილისი არ ჩაიკეტება და თუ არა – შეიძლება, ჩაიკეტოს. თუმცა როგორც ვიცი, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, დედაქალაქში საგანგაშო სიტუაცია არ არის“,- განაცხადა ენდელაძემ.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე










