ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, უმრავლეს შემთხვევებში მძიმე ალერგიული რეაქციები კოროანვირუსის ჩატარების დროს მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ალერგია არის საყურადღებო მდგომაროება, რომელიც უნდა შეფასდეს ვიდრე ვაქცინა ჩატარდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის საშუალებით გახდება მოსახლეობისთვის ცნობილი ინფორმაცია, სადაც დეტალურადაა განსაზღვრული ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. უმრავლეს შემთხვევებში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის. მილიონში შეიძლება ერთი შემთხვევა დაფიქსირდეს, თუმცა მზაობისთვის ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.











