კორონავირუსის ვაქცინაციის გეგმა იანვრის ბოლომდე დამტკიცდება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეm თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვაქცინაციის გეგმის დოკუმენტის იურიდიული დამუშავება მიმდინარეობს. ვფიქრობ 10 დღე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გეგმამ საბოლოო ფორმალური სახე მიიღოს და იყოს დამტკიცებული მთავრობის მიერ.
აქ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გარკვეული პერიოდულობით მოგვიწევს გეგმის გადახედვა და განახლება. შესაძლოა, გაჩნდეს ახალი ვაქცინა ბაზარზე და შესაძლოა, გარკვეული რეკომენდაციებიც მოვიდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, რაც უნდა აისახოს გეგმაში“, – აღნიშნა გაბუნიამ.
მისი თქმით, იანვრის ბოლომდე ვაქცინაციის გეგმა დამტკიცებული იქნება.
„თუმცა განახლდება ის გაიდლაინები, რაც უკავშირდება იმუნიზაციის პროცესსა და გვერდითი მოვლენების მონიტორინგს. ეს ყველაფერი სრული პაკეტის სახით იანვრის ბოლომდე დამტკიცდება“,- განაცხდა გაბუნიამ.











