„ლელოს” ყველა ლიდერისა და თანამშრომლის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება თანამშრომლებსა და „ლელოს“ ლიდერებს, უდიდესმა ნაწილმა ჩაიტარა PCR ტესტი, პასუხების 99% უკვე ცნობილია და უარყოფითია. ტესტი ჩაიტარა მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრებმაც.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის მდგომარეობას, პრესსამსახურის ინფორმაციით, ის კარგადაა და გუნდის სამუშაო განრიგში ონლაინ არის ჩართული.
კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა “ლელოს” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძეც. მისი თქმით, “ლელო” ატარებს სახალხო კამპანიას და ამ რეჟიმის გამო, პარტიის ყველა წევრი თითქმის ყოველ მეოთხე დღეს PCR ტესტირებას იტარებენ.
ცნობისთვის, კორონავირუსი მამუკა ხაზარაძეს გუშინ დაუდასტურდა.










