fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021

18:21 აგვისტო 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
821
ნახვა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, რომელიც გაერთიანებული ერების ინიციატივას წარმოადგენს საქართველოში, კორპორაციული პასუხისმგებლობის რიგით მეოთხე დაჯილდოებას გამართავს. 

 

ცერემონია იმ პასუხისმგებლიან, პროგრესულ და მდგრად კომპანიებს გამოავლენს, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას უწყობენ ხელს საქართველოში. 

 

რას ემსახურება კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო?

 

ეს არის ჯილდო ყველა ზომის ბიზნესისთვის, რომელიც არის პროგრესული, თანამედროვე და ღირებულებებზე დაფუძნებული; კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

 

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ერთადერთი კონკურსია საქართველოში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია გაეროს სტანდარტთან და ეყრდნობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგს. აღსანიშნავია, რომ კონკურსი ტარდება საერთაშორისოდ აღიარებული, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმის ეგიდით, ხოლო ჟიური შედგება საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღიარებული ექსპერტებისგან.

 

ჯილდო გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში:

 

  • ხარისხიანი განათლება
  • გენდერული თანასწორობა
  • ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
  • მდგრადი ქალაქები და დასახლებები
  • მდგრადი მოხმარება და წარმოება
  • პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის

 

ორგანიზაციებს აპლიკაციის შევსება დაჯილდოვების ვებ-გვერდზე შეუძლიათ.

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს. 

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 აგვისტო, 2021 წელი. 

 

(R)

 

Გაეროს გლობალური შეთანხმების შესახებ

 

Გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. აღნიშნულის მისაღწევად გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნესს, რომ: 

(1) პასუხისმგებლობით აწარმოოს თავისი საქმიანობა, რაც გულისხმობს, შეთანხმებით გათვალისწინებული ათი პრინციპის ინტეგრირებას მუშაობის სტრატეგიასა და ყოველდღიურ ოპერაციებში. გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მიზანია, ბიზნესის ყურადღების მიპყრობა შემდეგი მიმართულებით: ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. 

(2) ხელი შეუწყოს ზოგადი საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებას, როგორიც არის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები. 

გაეროს გლობალური შეთანხმებაში გაერთიანებულია 14 000-მდე კომპანია და 4 000-მდე არასამეწარმეო ორგანიზაცია, მსოფლიოს 162 ქვეყნიდან.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG) არის გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივის ადგილობრივი წარმომადგენლობა. Პლატფორმა 2016 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში. 

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინიციპის მხადაჭერა, ასევე, გაეროს განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

რას ნიშნავს მდგრადგი განვითარების მიზნები?

2015 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა მსოფლიოს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი, რომელიც გაეროს თითოეულმა წევრმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს 2030 წლამდე. 2030 დღის წესრიგი 17 მიზნისგან შედგება ხუთი ძირითადი მიმართულებით: ადამიანები (People), პლანეტა (Planet), კეთილდღეობა (Prosperity), მშვიდობა (Peace) და პარტნიორობა(Partnership). 

 

ისეთი მიზნების შესრულება როგორიც არის მაგალითად სიღარიბის აღმოფხვრა, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, ხარისხიანი განათლება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან შეუძლებელია. ბიზნესი დიდ როლს თამაშობს მიზნების შესრულებაში. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიზნების შესრულება ემსახურება არა მხოლოდ საზოგადოების კეთილდღეობას, არამედ მომგებიანია კომპანიებისთვისაც. კვლევებმა აჩვენა რომ SDG-ების გათვალისწინება ბიზნეს საქმიანობაში 12 ტრილიონი დოლარის გენერირების შეაძლებლობას აძლევს მსოფლიო ბაზარს.

თეგები: ბიზნესი

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

ბიზნესს ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს არ ვურჩევ – ნათია თურნავა

თებერვალი 6, 2021
851
საზოგადოება

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

იანვარი 26, 2021
840
ეკონომიკა

სავაჭრო ობიექტი, რომელსაც 30-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, ვალდებულია ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ჩაატაროს 

იანვარი 22, 2021
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია