ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების მდგომარეობის მართვისთვის ონლაინ სისტემაში გინეკოლოგების გუნდები დაემატება. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ორსულებს სპეციალიზებულ კლინიკაში მისვლა შეეძლებათ, სადაც გამოკვლევებს ჩაიტარებენ და გინეკოლოგის კონსულტაციას გაივლიან.
„ორსულების მართვისთვის ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა გინეკოლოგების გუნდები, ვინც ონლაინ სისტემაში ჩაერთვება და ასევე, გამოკვლევების ჩასატარებლად ორსულები მივლენ სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ გინეკოლოგის კონსულტაციაც, რაც კიდევ ერთხელ იქნება გადაზღვევა იმისთვის, რომ თუკი რამე სამეანო გართულებაა მოსალოდნელი, მისი გამოვლენა დროულად მოხდეს“,- განაცხადა გაბუნიამ.











