შვედეთში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვირუსი ქვეყანაში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ ადამიანს დაუდგინდა. შვედეთის ჯანდაცვის სააგენტო განმარტავს, რომ ვიზიტორი ქვეყანაში ჩასვლის დროიდან დღემდე თვითიზოლაციაშია და ამ შტამით ინფიცირების სხვა შემთხვევა ჯერ არ აღურიცხავთ.
https://ptn.primetime.ge/ratom-miipqhro-kovidis-akhalma-shtamma-metsnierebis-qhuradgheba-ra-unda-vitsodeth-mis-shesakheb-mimokhilva/










