გუშინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდნილი 73 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
გადმოვარდნის შედეგად მამაკაცმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო და სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, 73 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი დაახლოებით საღამოს 19.00 საათზე საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა. შემთხვების მიზეზი უცნობია. ის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში მკურნლობდა.
შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











