ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილს ხვდება.
შეხვედრაზე იმყოფებიან “გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის”, “ევროპული საქართველოს”, “ლელო საქართველოსთვის”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “გირჩისა” წარმომადგენლები.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ საუბარი შეეხება იმ 6-პუნქტიან გეგმას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტისას შედგა.
ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს გუშინ ესტუმრა.











