დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება, სადაც საბოლოო დოკუმენტს ელოდებიან, რომელსაც კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს.
ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მათი ყველა მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება, კონკრეტულად კი პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების, ან მასთან მიმავალი გზების საკითხები.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა ყველა პარტიას მოუწოდა, უზრუნველყონ საქართველოს გამარჯვება.











