„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ წულუკიანი მინისტრად დაინიშნება, საქართველოში კულტურას დიდი პერსპექტივა ექნება.
„ის არის საუკეთესო კანდიდატი, რომელიც დიდ წარმატებას ნებისმიერ სფეროში შესძლებს. თუკი თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კულტურას საქართველოში ნამდვილად დიდი პერსპექტივები გაუჩნდება“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნება.










