„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან 2016 წელს გამართულ შეხვედრას კიდევ ერთხელ „ღამის კურიერთან“ საუბრისას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ კულუარულ გარიგებაზე წავიდა.
„ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა, შემდეგ სხვა გაგრძელება რომ არ მოჰყოლოდა. საუბარი ისე წარიმართა, რომ ბოლოს ივანიშვილმა შოთაძეს კითხა – შენ რას ფიქრობო და მან თქვა, რომ ამ საქმეში მე ვერაფერს ვხედავო. ჩვენი იქ მისვლა გამოწვეული იყო ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, მისი თხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანეთ სარჩელი. არსებობს ინსტიტუცია, როცა შუამავალი დაპირისპირებულ მხარეებს არიგებს”, – ამბობს ხაზარაძე.










