„საქართველოში ანაფილაქსიის რამდენიმე ათეული რეაქციაა, იგივე ლიდოკაინზე და ნოვოკაინზე, სრულიად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„საქართველოში ანაფილაქსიის რამდენიმე ათეული რეაქციაა, იგივე ლიდოკაინზე და ნოვოკაინზე, სრულიად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება, ამ წამლების გამოყენებაზე მედიცინა უარს ვერ იტყვის, მთავარია, პაციენტი იმართოს და შესაძლო რეაქციის შემთხვევაში, აღმოეჩინოს სწორი დახმარება.
ექიმების ძირითადი გუნდი და ყველა ის ბრიგადა, რომელიც აცრაში მონაწილეობს, არის ინფორმირებული და შესაბამისად ყველა ინფორმაცია მათთვის გადაცემულია, შესაბამისი ტრეინინგები ჩატარებულია. ამ ეტაპისთვის, რა საკვირველია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმუნიზაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების კომიტეტმა იმუშაოს მშვიდ გარემოში და ჩვენ შევძლოთ მიზეზშედეგობრივი კავშირის უფრო ღრმად, დოკუმენტაციისა და სამედიცინო ანამნეზის შესწავლით, დამხმარე ლაბორატორიული მეთოდებით, რომელიც ასე ვთქვათ გვეხმარება ანაფილაქსიური რეაქციის უფრო ზუსტად შეფასებაში, ამ დასკვნების გამოტანის საფუძველზე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.











