კუნძულ ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 400-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში უკვე 1 419 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, დაშავებულია სულ მცირე 6 900 ადამიანი. ამ დრომდე უცნობია დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა.
შეგახსენებთ, რომ კუნძულ ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის სიძლიერი მიწისძვრა მოხდა.











