ბრუნდება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში?! ეს კითხვა აქტუალობას არ კარგავს. გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრად მყოფმა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ინგა გრიგოლიასთან სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა.
„გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებით დაიწყო „ქართული ოცნების“ პრობლემები. სწორედ იმ მომენტიდან დაიწყო პროდასავლური კურსის ვექტორის ჩრდილოეთისკენ გადახრა, მაშინ დაიწყო სერიოზული ვარდნა ეკონომიკაშიც და ბევრი ის პროექტი, რომელიც დაწყებული იყო, მე პირადად მხარს ვუჭერდი.
მხოლოდ ანაკლიას არ ვგულისხმობ, აბსოლუტურად არცერთი პროექტი არ გაგრძელებულა. არ ვამბობ, რომ ის პერიოდი იყო ოქროს ხანა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილი იყო ერთ-ერთი საუკეთესო აღმასრულებელი ამ ხელისუფლებისა.
ასეთი ადამიანი არ უნდა მუშაობდეს საერთაშორისო კომპანიაში. ასეთი ნიჭიერი და შრომის მოყვარე და რაც მთავარია, კარგი ქართველი უნდა იყოს ქვეყნის სამსახურში დაბრუნებული.
მქონდა რამოდენიმე შეხვედრა გიორგისთან. ბოლოს ორი თვის წინ შევხდი და მან მითხრა, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ მინდაო.“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.










