fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კვლევები აჩვენებს, რომ თბილისთან დაკავშირებით ნდობა და მხარდაჭერა გაზრდილია – კალაძე

14:45 ივნისი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
777
ნახვა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ბოლო წლების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის. თბილისის მერმა საზოგადოებას მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის მიმართულებით, 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში გააცნო და მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

„სამწუხაროდ, ქალაქში გამოწვევები და პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა, როგორც ქალაქის მერს ძალიან მეამაყება, თუ რისი გაკეთება მოვახერხეთ ბოლო წლების განმავლობაში. მართლაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, წამოვიწყეთ სატრანსპორტო რეფორმა, ქალაქში იქმნება მწვანე სივრცეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ. უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი და უფრო მეტი კარგი პროექტი განხორციელდებოდა, რომ არა ის პანდემია და გამოწვევები, რომლის წინაშე დღეს არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი
მსოფლიო დგას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მერიის თანამშრომლებისთვის ძალიან დიდი სტიმულია ის მხარდაჭერა და თანადგომა, რაც მოსახლეობის მხრიდან იგრძნობა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადო იმ შრომისთვის, რომელსაც ისინი ჩემთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო თბილისელებს, რადგან მათი მხარდაჭერითა და თანადგომით შევძელით იმის გაკეთება, რაზეც ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ვსაუბრობთ.

რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, თანამშრომლებისთვის ძალიან დიდი სტიმულია ის მხარდაჭერა და თანადგომა, რაც მოსახლეობის მხრიდან იგრძნობა. მიხარია ის დამოკიდებულება, რომელიც

თბილისის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მიმართ გააჩნია. შემთხვევითი არ არის, რომ კვლევები, რომელიც თბილისთან დაკავშირებით ტარდება, აჩვენებს, რომ ძალიან გაზრდილია ნდობა და მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც ქალაქის ხელმძღვანელისთვის, ძალიან საამაყოა. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს თანამშრომლებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
770
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

დეკემბერი 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია