fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ლადო პაპავა ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე – ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდეს

14:57 აპრილი 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
783
ნახვა

“სანამ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი შეხვდებოდა, მე მასთან მქონდა 1-საათიანი, ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაზე, გეგმაზეც და მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ სტრატეგიის გამოყენება”, – ამის შესახებ, ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ, ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს ერთხელ უკვე გაუკეთებია ასეთი დოკუმენტი, მას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდეს.

„რა თქმა უნდა, დღეს არც 2013 წელია, არც 2014, არა მარტო ქრონოლოგიურად ვგულისხმობ, რომ სხვა თარიღებია, არამედ დღეს, პანდემიური კრიზისია. პირველ რიგში, ეს კრიზისია დასასრულებელი, თანაც ისეთი ეკონომიკური კრიზისია, რომელზეც არა ერთხელ გვისაუბრია, რომ გამოწვეულია მედიცინით, ამიტომ მედიცინამ უნდა დაძლიოს ეს კორონავირუსი, ვაქცინაცია, მკურნალობის მეთოდები და მერე ეკონომიკასაც ეშველება, რომ ფეხზე დადგეს. ამიტომ, ეს პრობლემები დღეს არის პრიორიტეტული, მაგრამ ხედვა უნდა არსებობდეს, ქვეყანა საით მიდის. საერთოდ, მთავრობაში მყოფ პოლიტიკოსებს არ უყვართ გრძელვადიანი ხედვა და რატომ, იმიტომ, რომ პოლიტიკური ციკლი არის ხანმოკლე – 4 წელიწადში ერთხელ პარლამენტში არჩევნებია, ხოლო მთავრობის წევრი, შეიძლება, იმ 4 წელიწადზე ადრეც შეიცვალოს. ამიტომ, მთავრობის წევრებისთვის, ტურიზმი უფრო ადვილი განსაჭვრეტია, ხარჯიც ნაკლები უნდა და შედეგიც მალე ჩანს

ტურიზმი აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ ტურიზმი არ უნდა იყოს 10 წლიან გეგმაში. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, რაც მე პრემიერ-მინისტრს გავუზიარე შეხვედრის დროს და იმედი გამოვთქვი, რომ მას, რადგან ერთხელ უკვე გაუკეთებია ასეთი დოკუმენტი, მას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდეს. პირველ რიგში, ფეხზე უნდა დადგეს ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორი – მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. უნდა დავიწყოთ ქვეყნის გადაყვანა ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე, რომლის გარეშეც ქვეყანაში დიდი დამატებული ღირებულება ვერ შეიქმნება და ჩვენი საექსპორტო პოტენციალიც ყოველთვის იქნება მწირი. ამას სჭირდება დრო და სწორედ ამას სჭირდება 10 წლიანი ხედვა. პრემიერ-მინისტრთან მქონდა შეხვედრა და მე საკმაოდ კმაყოფილი გამოვედი, რადგანაც მივხვდი, რომ ძალიან ბევრ საკითხში ჩვენი აზრები ემთხვეოდა.

მისი წინადადებები გავიზიარე და მანაც გაიზიარა ჩემი“, – აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა. ლადო პაპავამ ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა სტრატეგია 2020, ეს პროექტი ბოლომდე მიიყვანა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მერე მოვიდა ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომლის პოლიტიკური ნება არ იყო და პრიმიტიულ სქემებზე გადაიყვანა საქართველოს ეკონომიკა. „ამიტომ, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ვხედავ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ეს ნება აქვს. ხოლო დანარჩენი, როგორ შეფასდება, ეს უნდა შეფასდეს პრაქტიკული შედეგებიდან გამომდინარე. ეს არ უნდა იყოს გაყინული დოკუმენტი, ეს უნდა იყოს ცვალებადი, ყოველწლიურად განახლებადი“, – აღნიშნა ლადო პაპავამ.

თეგები: ლადო პაპავა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო – ლადო პაპავა

თებერვალი 19, 2021
1.4k
ეკონომიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ ამომრჩეველთა და დასავლელი პარტნიორების პოზიცია და პარლამენტში უნდა შევიდნენ – ლადო პაპავა

ნოემბერი 22, 2020
957

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია