fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ ამომრჩეველთა და დასავლელი პარტნიორების პოზიცია და პარლამენტში უნდა შევიდნენ – ლადო პაპავა

21:15 ნოემბერი 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
957
ნახვა

დღეს საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე წმინდა ეკონომიკურად ნიშნავს, რომ ტურბულენტურობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის კიდევ გაგრძელდება, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „პრაიმტაიმნიუსთან“ ისაუბრა.

ლადო პაპავა ამბობს, რომ საქართველოს მსგავს ქვეყანაში არჩევნები ეკონომიკური აქტიურობის შემცირებას იწვევს და ამ დროს, უცხოელი ინვესტორები ქვეყნით ნაკლებად ინტერესდებიან. ამიტომ, პანდემიის დროს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი დამატებით ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს და ქვეყანაში სუსტი ეკონომიკური მდგრადობა კვლავ დაირღვევა.

„ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლა, რა თქმა უნდა, აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, არჩევნები ხარჯიანია, მაგრამ არჩევნები აგრეთვე არის პოლიტიკური დაძაბულობა, როდესაც კონსტიტუციურად არის განსაზღვრული არჩევნების ვადა, იმ დროს როგორც წესი ეკონომიკური აქტიურობა შემცირებულია და ქვეყნით უცხოელი ინვესტორები ნაკლებად ინტერესდებიან, რადგან ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში დიდი არის ალბათობა, რომ არჩევნებს მოჰყვეს სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები. ამიტომ, დღეს საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე წმინდა ეკონომიკურად ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ტურბულენტურობა კიდევ გაგრძელდება, თანაც, როდესაც ქვეყანაში არის კორონავირუსის ეპიდემია, გლობალურად არის პანდემია და ამ პირობებში ეკონომიკური სუსტი მდგრადობა კვლავ იქნება დარღვეული”, – განაცხადა ლადო პაპავამ.

„პრაიმტაიმნიუსი” პროფესორ ლადო პაპავას ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტსა და პოლიტიკურ კრიზისზეც ესაუბრა.

პროფესორი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ ამომრჩეველთა და დასავლელი პარტნიორების პოზიცია და პარლამენტში უნდა შევიდნენ.

ლადო პაპავას თქმით, ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობისგან უნდა გათავისუფლდეს.

„ოპოზიციაში არამიშისტური ფლანგიც არის, უნდა ეყოთ გონიერება, რომ მიშა სააკაშვილის თამაშს აღარ თამაშობდნენ. პარლამენტში რომ არ შედიან ესეც აისახება ქვეყნის არასტაბილურობაზე, როგორც პოლიტიკურზე, ისე ეკონომიკურზე. იმ მიზნების მისაღწევად, რაც მათ უნდათ ძალიან კარგი მექანიზმია თვითონ პარლამენტის ტრიბუნა, ამის არ გამოყენება პოლიტიკური პარტიების მიერ გაუგებარია ყველასთვის, როგორც პარტიის მხარდამჭერებისთვის, ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის. ყველა ურჩევს ოპოზიციას, რომ შევიდეს პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის არამიშისტური ფლანგი მიხვდება ამას და პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნას დაანებებს თავს.

ოპოზიციაში არიან ისეთი პარტიები, როგორი არჩევნებიც არ უნდა ჩატარებულიყო ამაზე მეტ ხმას მაინც ვერ მიიღებდნენ.  მაგათ რა აქვთ საპროტესტო მე ვერ ვხვდები”, – განაცხადა პროფესორმა ლადო პაპავამ.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს  უცხადებს.

ოპოზიცია ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას ითხოვს.

ავტორი: ზურა დვალაშვილი

თეგები: ლადო პაპავა

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

ლადო პაპავა ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე – ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდეს

აპრილი 23, 2021
783
პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო – ლადო პაპავა

თებერვალი 19, 2021
1.4k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია