„ამ ეკონომიკის პირობებში ლარი არის ფაქტობრივად ხელოვნურ სუნთქვაზე, ლარის დღევანდელ კურსს იჭერს ეროვნული ბანკი, წინასაარჩევნოდ კურსი იქნება იმდენი, რამდენიც მოესურვება მთავრობას და ეროვნულ ბანკს“,- ამის შესახებ „ნაციონაური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკა ჩამოშლილია, მთავრობა კი კრიზისიდან გამოსასვლელად არაფერს აკეთებს.
„ამ ეკონომიკის პირობებში ლარი არის ფაქტობრივად ხელოვნურ სუნთქვაზე, ლარის დღევანდელ კურსს იჭერს ეროვნული ბანკი, წინასაარჩევნოდ კურსი იქნება იმდენი, რამდენიც მოესურვება მთავრობას და ეროვნულ ბანკს. ის 5 მილიარდი ლარი, რომელიც სესხად ავიღეთ, ახლა დევს ეროვნულ ბანკში და ეროვნული ბანკი უკვე ყოველდღიურად ახორციელებს ე.წ. ინტერვენციებს და თვეში რამდენჯერმე მსხვილ ინტერვენციებს. არის ზუსტად ის სცენარი რაც 2016 წელს იყო, სამი თვე დაიჭირა კურსი წინასაარჩევნოდ, არჩევნები დამთავრდა და იმავე დღეს დაიწყო გაუფასურება. ამიტომ დღეს პოლიტიკურად მართული ლარი გვაქვს,”- განაცხადა გოცირიძემ.










