განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტში ერუვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის გაუფასურების შესახებ დაუსვა შეკითხვები.
“რომ წარმოვიდგინოთ, რომ გლდანში, ლოტკინზე, სამგორში და სოფლებში ჩართულია ტელევიზორი და გისმენენ, ადამიანებს აწუხებთ რა დაემართება მომავალ წელს ლარს და ნეოფიტისთვის გასაგებ ენაზე გთხოვთ აგვიხსნათ რა დოზით შეგვიძლია ვიყოთ შეწუხებულები, ვიყოთ უიმედოდ თუ რაღაც იმედის უფლება გვაქვს. რა თქმა უნდა, არც პანდემიაა თქვენი ბრალი და არც ის, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ ბევრად ჩამოკიდებულია ტურიზმს. ამ რეალობაში რას გვეტყვით ლართან დაკავშირებით, ვიყოთ ძალიან ცუდ ხასიათზე გაისად თუ რა ვქნათ?” – ჰკითხა თეა წულუკიანმა კობა გვენეტაძეს.
წულუკიანის კითხვაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინტერვენციებ, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს დანაკლისების შევსებისკენაა მიმართული.
“ზომები, რომლებსაც ჩვენ კრიზისის წინ ვიღებდით, დოლარიზაციის შემცირებისკენ იყო მიმართული. ის ინტერვენციები, რომლებიც ჩვენ ეხლა გამოვიყენეთ მიმართული არის იმისკენ შევავსოთ ის დანაკლისი, რომელიც ქართულმა ეკონომიკამ წელს განიცადა ტურიზმის დანაკლისისგან,” – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.










