მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის მიმდებარედ, წიწვოვან ტყეში ხანძარს მეორე დღეა აქრობენ. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
„მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები და საშიშროება ,რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტს გადაედოს არ არსებობს“, – გვითხრეს უწყებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
მათივე ცნობით, რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა შეძლეს და ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა.
ავტორი: თეა შონია











