„ლეიბორისტულმა პარტიამ“ შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
რეჟიმი აგრძელებს ვირუსის გამოყენებით ძალაუფლების გახანგრძლივებას. დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, ფაქტობრივი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით. დაუყონებლივ უნდა გაიხსნას ქვეყანა, გაუქმდეს ტრანსპორტის კოლაფსი, აღდგეს სასწავლო პროცესი: ბაღებში სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, გაიხსნას ყველა სავაჭრო და კვების ობიექტი, ამუშავდეს ყველა ინფრასტრუქტურა.
ყველაფერი, რასაც რეჟიმი აკეთებს, იურიდიულადაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან უფლებების ასეთ შეზღუდვას, როგორიცაა გადაადგილება, საქმიანობა, სჭირდება საგანგებო მდგომარეობა, კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტის ნებართვა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, ეს უკანონობა, რაც ჩვენს თვალწინ ხდება და რამაც ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა, უნდა იქნეს გაუქმებული, ანტიკონსტიტუციურად მიჩნეული , ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც მალე მოხდება, ივანიშვილს და მის დაჯგუფებას მოუწევს იმ ათი მილიარდის დაბრუნება ხალხისთვის, რომელიც ვალად ავიღეთ და მათ მიითვისეს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.











