გაერთიანება არის გზა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის – “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციებზე ღიად საუბრობს. მისი თქმით, “ლელოსა” და გიორგი მარგველაშვილის ხედვები ემთხვევა.
“პრეზიდენტ მარგველაშვილთან მჭიდრო კონსულტაციებს ვახორციელებთ. ჩვენი ხედვები ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და მწვავე საკითხების გადაწყვეტის გზებზე თანხვედრაშია და მოლაპარაკებებს ვაგრძლებთ. თუ რა ფორმით ვითანამშრომლებთ, ამის შესახებ აუცილებლად საზოგადოებას და მედიას ვაცნობებთ. ასევე ვადასტურებ, რომ კონსულტაციები გვაქვს სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან და დარწმუნებული ვარ, 2020 წლის არჩევნებზე ყველანი ერთად, ქართულ ოცნებას პირველივე ტურში დავამარცხებთ,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
“ლელო საქართველოსთვის ლიდერი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლო ვარიანტებზეც საუბრობს. მისი თქმით, კრიზისის დასაძლევად მთავარი საკითხი ერთიანი აზრია.
“ჩვენ გვაქვს მტკიცე პრიორიტეტები – ქვეყანას სჭირდება მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. ამიტომ, დაყოფის და დანაწევრების სანაცვლოდ, დროა გაერთიანება ქვეყნის ირგვლივ და საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, “-განმარტა ჯაფარიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიცდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში გააქტიურება და პარტია „ლელოსთან“ შესაძლო კავშირი დაადასტურა, 20 ივნისის აქციაზე.
ვცდილობ დიდი გაერთიანების ორგანიზებას – გიორგი მარგველაშვილი











