“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “რუსთაველის” გამზირზე კარვების გაშლას და ყველა იმ ქმედებას, რამაც, შესაძლოა, ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს, ემიჯნება.
“რუსთაველის გადაკეტვა ჩემთვის ახალია. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ბუნებრივია, აქტივისტებს აქვთ თავიანთი პოზიცია და ასე გამოხატავენ ამას. მე კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება პარალიზება გაუკეთოს ჩვენს ქვეყანას. ერთი არის პრობლემა, მაგრამ მას მეორე არ უნდა დავუმატოთ. იმედი მაქვს… საერთოდ ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი. მე პატივს ვცემ ამ ახალგაზრდებს, თავის პროტესტს გამოხატავენ და ისინი მაქსიმალისტები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ 30 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, დღეს 26 თებერვალს გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია გამართა.
ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეები, მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევენ, რათა დაკმაყოფილდეს მათი 3 მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივისტები აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირი კარვებით გადაიკეტება.










