„ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ – პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა.
მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფრაქცია იქნება გარანტორი იმის, რომ მოქალაქეების ხმა იქნება მიტანილი საქართველოს უმაღლეს ორგანომდე.
„მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მეატე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია, რომლის სახელი იქნება „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ და სწორედ ეს ფრაქცია იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში და სისტემურ გადატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას ჩვენი თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება უწყვეტი და მხარდაჭრილი ამ ფრაქციის მიერ იმ პერსპექტივით, რომ ჩვენ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფულებიანი წევრი და რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენთაგანი იქნება იმის გარანტორი, რომ თითეოული ჩვენი მოქალაქის, რომლის ცხოვრება ასე გაუარესდა ამ 9 წლის განმავლობაშ „ქართული ოცნების“ გაუაზრებელი“ – განაცხადა ხაზარაძემ.










