„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე იმსჯელებენ იმ გეგმების განხოციელების შესახებ, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკვე გააჟღერეს.
ამასთან, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, საკუთარ მოთხოვნებს არ შეცვლიან და ხელისუფლებას აიძულებენ, ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები გეგმავენ საპროტესტო აქციების გაგრძელებასაც, ერთ-ერთი აქცია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს გაიმართება.











