“ერის” დამფუძნებელი, ლევან ვასაძის განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდაჩატარდეს.
„გამოვდივართ ინიციატივით, ჩატარდეს სახალხო რეფერენდუმი, უნდა აშენდეს, თუ არა მოსახლეობის აზრით, ნამახვანჰესი კომპანია “ენკასთან” გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად. ჩვენ, როგორც საინიციატივო ჯგუფი, უნდა მივიდეთ, დავრეგისტრირდეთ ცესკო-ში, შევიტანოთ განაცხადი და შესაბამისი პროცედურების შედეგად უნდა მოგვეცეს ბლანკები, რათა კანონით განსაზღვრულ ვადებში შევაგროვოთ აუცილებელი რაოდენობა ხელმომწერებისა”, – განაცხადა ვასაძემ.











