ოდესაში ლგბტქ+ თემის მიერ გამართულ „თანასწორობის მარშზე“ ათობით ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ РИА Новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მარშის მონაწილეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რასაც კონფლიქტი მოყვა.
როგორც გამოცემა წერს, მარშის მოწინააღმდეგეები თავს იმ ავტობუსს დაესხნენ, რომელშიც ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები ისხდნენ. მოგვიანებით, კი პოლიციელებს ბოთლები ესროლეს.
„შედეგად, პოლიციამ აქციის ასობით აგრესიული მონაწილე დააკავა“,- წერს გამოცემა.











