fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სალომე ბარკერი: 2019 წლის მაისიდან მიკეთია ეს სამკლაური, აქ ხალხი დადის ზოგი ჯვრით და ზოგი დროშით. რავიცი, ჭრელი ხალხი ვართ ხო? ასე არ უნდა იყოს?

13:49 მაისი 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
785
ნახვა

სამოქალაქო აქტივისტ სალომე ბარკერს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია ლგბტქ+ სამკლაურის გამო დაატოვებინეს.

აღნიშნული ფაქტის შესახებ სალომე ბარკერი პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„2019 წლის მაისიდან მიკეთია ეს სამკლაური. და ამ დროში იმდენად შემეზარდა მკლავზე, ამას წინათ თავად გურამ კაშია ჰყავდათ ერთ ეთერში სტუმრად და პროდიუსერმა მე დამირეკა, სამკლაური გვათხოვე, ვერ ვიშოვეთო. ამ ნაწილს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ვწერ, ვინც ეხლა დაინახა პირველად.
უამრავი ბნელეთი რომ უჭერს მხარს ამ პროტესტს, არ ყოფილა ჩემთვის დამაბრკოლებელი აქამდე, და როგორც დააანონსეს 12:00 საათზე მობილიზაცია, ისე მივედი და დავდექი ჩემთვის წყნარად. არავისგან არანაირი პრობლემა არ მიგრძვნია, აქ ხალხი დადის ზოგი ჯვრით და ზოგი დროშით. რავიცი, ჭრელი ხალხი ვართ ხო? ასე არ უნდა იყოს?
ასევე, ყველა მედიამ იცის, რომ უარს ვეუბნები უკვე დიდი ხანია და ვერ ნახავთ ჩემს სინქრონებს ვერსად, ახლაც ჟურნალისტი მოვიდა ჩასაწერად და უარი ვუთხარი, მერე გამახსენდა ეს მთელი აურზაური აქით-იქით, დაძაბულობა რასაც ვკითხულობ ორი დღეა ფეისბუქზე და ვიფიქრე, პირიქით, კარგს ვიზამდი თუ ვეტყოდი, რომ დიახაც აქ ვარ და მხარდასაჭერად ვარ, როგორც უნდა იყოს ყველა, იმიტომ რომ ძალადობის და ესკალაციის მოლოდინი მაქვს სახელმწიფოს მხრიდან და აუცილებლად აქ უნდა ვიყო და არა სხვაგან.
და აი სანამ პირი გავაღე, იქამდე მეცა გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი და ჩამაფრინდა მკლავზე და მიბრძანა, რომ ეს მოვიხსნა, აქ პრაიდი არ არის. მე ვუპასუხე ძალიან მშვიდად, რომ ეს მიკეთია ყოველდღე, ყველგან, უკვე ორი წელია და არ ვაპირებ მოხსნას. ასევე ვუთხარი რომ ეს დაძაბულობა, რაც თავად შექმნა ჩემ ირგვლივ, საერთოდ არავის არ სჭირდება და საქმეს აფუჭებს, და ასევე ვუთხარი, რომ ცოტა ხანში ერთად მოგვიწევდა პოლიციასთან ბრძოლა, და ტყუილად კარგავდა დროს და ფოკუსს.
უცბად დაემატნენ ირგვლივ სხვებიც, იცით ხო როგორც ხდება? ვიღაც სხვამაც მიფათურა ხელი მკლავზე, მოხსნას ცდილობდა, ვიღაცამ საერთოდ “ტრუსიკით რატო ხარ აქციაზე, შარვალი ჩაიცვიო” მომიწოდა, დამესიენ აქედან-იქიდან, რას ჰგავხარო, ვიღაც ქალმა შენნაირების ადგილი აქ არ არისო და ასე შემდეგ.
გამორიდება ვცადე, და მაგის საშუალებასაც არ მაძლევდნენ, გადიო და კარვების გადათელა მომიწია ისე დამეხვივნენ გარს, პროვოკატორს გვეძახდნენ მე და ზუკას, როცა ვცდილობდით ტერიტორიის დატოვებას მიუხედავად იმისა, რომ მივედით მხარდასაჭერად.
ამასაც რისთვის ვწერ არ ვიცი, წინასწარ მიშლის ნერვებს ყველანაირი არასწორი ინტერპრეტაცია რომელსაც ამ ამბავს ეხლა მისცემენ და უბრალოდ იცოდეთ, საერთოდ არაფერში არ მჭირდებოდა მე ეს ყლე თავგადასავალი დღეს.
პ.ს. ვისაც გაგისწორდებათ ყველა ფოტოს და ვიდეოს დაგილინკავთ გასული ორი წლიდან, სადაც ეს სამკლაური მიკეთია და თქვენ თვითონ შეგრცხვებათ თქვენი თავების.
პ.პ.ს. მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას, და ბოდიში, ცოტა ვინერვიულე.”, – წერს სალომე ბარკერი.

თეგები: ლგბტქსალომე ბარკერი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ლგბტქ+ მარში ოდესაში შეხლა-შემოხლით დასრულდა

აგვისტო 28, 2021
874
მთავარი ამბავი

ვარლამ გოლეთიანი: ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე

მაისი 24, 2021
797
მთავარი ამბავი

აქტივისტს ლგბტქ+ სამკლაურის გამო აქციაზე დაუპირისპირდნენ

მაისი 24, 2021
800

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია