„ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია
„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ და დაუშვას დამოუკიდებელი გამოძიება ალექსანდრე ლაშქარავას ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით. ნებისმიერი სხვა კურსი შეუთავსებელია საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.











