„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „ტვ პირველის“ ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება.
როგროც ნინო ბურჯანაძე ამბობს, ოპოზიცია ხელისუფლებას იმის უფლებას არ მისცემს, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს და ეს ოპოზიციას დააბრალოს.
„რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები ყველასთან უნდა განხორციელდეს, მათ შორის მტერთანაც. მაგრამ ლოგიკური და სწორი იქნებოდა, რომ ასეთ ვითარებაში ჩანაცვლებულიყო ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძით, რომელიც არის პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნა ამ მოლაპარაკების მაგიდასთან ჩემთვის თავიდანვე გაუგებარი იყო“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.











