ალექსანდრ ლუკაშენკო დემონსტრანტებს წითელი ხაზის გადაკვეთაში სდებს ბრალს. ინფორმაციას Belta ავრცელებს.
„თქვენ ალბათ გახსოვთ, ჩემი განცხადება, როდესაც მე ვთქვი, რომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიმუშაოთ იმის მიუხედავად, რომ არის მწვავე პერიოდი, რომ ეს მომიტინგეები დაიარებიან ქუჩებში. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ აღვნიშნეთ ფაქტი, რომ (დემონსტრანტების) დარჩენილი მასა რადიკალიზებული გახდა. ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ ორგანიზატორებს და მათ, ვინც ამ იდეებს ახორციელებს. მე მაშინ ვთქვი, რომ უნდა ვიმუშაოთ ფრთხილად, რადგან მათ ჯერ წითელი ხაზი არ გადაუკვეთავთ. ბოლო რამდენიმე დღე მეტყველებს იმაზე, რომ მათ ბევრი მიმართულებით ეს წითელი ხაზი გადაკვეთეს. ამიტომ, როდესაც წითელ ხაზს კვეთენ, ხელისუფლება ვალდებულია იმოქმედოს“,-აცხადებს ლუკაშენკო.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში დემონსტრაციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ციხანოვსკაიას მიერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.











