ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი, იური კარაევი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს კარაევის თანამდებობას.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში გამოსვლების მეორე ტალღა 25 ოქტომბრიდან განახლდა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ ბელარუსის მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა უშედეგოდ ამოიწურა. ულტიმატუმში ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა.











