საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული დროებითი სანქციების ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, როგორც ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს, ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება აეკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სანქციები ასევე დაუწესა ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილს, ვიქტორ ლუკაშენკოს, რომელიც ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს.











