გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერს ერთნაირად პატივს ვცემ, მაგრამ თუ გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა, დამოუკიდებელ დეპუტატად ვიყრი კენჭს, – ამის შესახებ შვილმოკლული მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს.
„პოლიტიკაში მოსვლას არც გამოვრიცხავ და არც დავადასტურებ. ერთი შემიძლია ვთქვა, ნაკლებად ვხედავ ჩემს თავს პოლიტიკაში, იმიტომ, რომ აქ სწორი ფორმებია მოსაძებნი. დღეს აქ გამომსვლელებმა, ვინც აქ იდგა, არ მინდა უღირსად ჩამთვალონ. ამიტომ სამუშაო და სწორი ფორმა მაქვს მოსაძებნი. ჯერ ზუსტად არ მიმიღია გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარია ოპოზიცია იყოს ერთიანი, დავამარცხოთ ეს მონსტრი. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. მნიშვნელობა არ აქვს, მოვალ თუ არა პოლიტიკაში.
გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი ჩემთვის მისაღებია, ყველას ერთნაირად პატივს ვცემ, მაგრამ თუ გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა, დამოუკიდებელ დეპუტატად ვიყრი კენჭს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.











