„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების შელახვაში; რუსეთი პასუხისმგებელია წამების, თავისუფლების შეზღუდვის, დამამცირებელი მოპყრობის ადმინისტრაციული პრაქტიკის შექმნაში.
სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით, რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მადლობა ქართულ ჯარს და საქართველოს მოქალაქეებს, ვინც იცავდა და იცავს ქვეყანას ოკუპანტებისგან და საოკუპაციო მეხუთე კოლონისგან“, – განაცხადა წიკლაურმა.
დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.











