fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც პირადად მე დამიჭირა მხარი – ნიკა მელია

09:47 დეკემბერი 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
818
ნახვა

„ამ არჩევნებით, უფრო სწორედ პარტიის თავმჯდომარის არჩევის ამ ინოვაციური და ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო ფორმის წარმატებულად დანერგვით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“,- ამის შესახებ პარტიის ახლადარჩეულმა თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელია ამბობს, ენმ-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისაა პარტია, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში შემოაქვს ნოვაცია და ტრადიციად ამკვიდრებს მას.

„დიახ, გავიმარჯვეთ ჩვენ ყველამ ერთად და არა მხოლოდ მე, როგორც გამარჯვებულმა კანდიდატმა. მის აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების კიდევ უფრო მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაბარებაც. დიახ, ქვეყნის საკეთილდღეოდ ენმ-ს შეუძლია იერიშიც და უკანდახევაც.

ამ არჩევნებით ხალხმა იგრძნო და დაინახა რომ თუ ივანიშვილის „ოცნების“ ხელში არა, სადღაც, თუნდაც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში (სადაც ოლიგარქს ვერ მიუწვდება თავისი საცეცები) მაინც აქვს მის ხმას ძალა და ფასი.

მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც პირადად მე დამიჭირა მხარი და მათაც ვინც არ დამიჭირა! ამ პროცესში ჩართულობა, უკვე თავისთავად მხარდაჭერა იყო ჩვენი – ჩემი, ლევან ვარშალომიძის და ჩვენი ყველა თანამებრძოლის. ცხადია, ეს ბრძოლა არც ასე ღირსეულად წარიმართებოდა და არც ეს ღირსეული გამარჯვება არ შედგებოდა, რომ არა ღირსეული მოწინააღდეგე ლევან ვარშალომიძე და დიდი მადლობა მას ამისთვის!

დიახ, ღირსეული ბრძოლა არ არსებობს ღირსეული მოწინააღმდეგის გარეშე. ეს რომ ასეა, დავრწმუნდით თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც უსინდისოდ მოგვპარა და გაგვიყალბა სწორედ უღირსმა მოწინააღდეგემ. ჩვენ ყველა ერთად, ერთად ბრძოლით, ერთობლივი ძალით, ახალი ხალხით, ახალი შემართებით დავუბრუნებთ ღირსებას ქართულ პოლიტიკას“,- ამბობს ნიკა მელია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე, ნიკა მელია გახდა. ის გრიგოლ ვაშაძეს შეცვლის. მართალია, საბოლოო შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ლევან ვარშალომიძემ მელიას გამარჯვება უკვე მიულოცა.

შეგახსენებეთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 15 დეკემბერს დატოვა.

თეგები: ნაციონალური მოძრაობანიკა მელია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს

იანვარი 1, 2022
786
მთავარი ამბავი

ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს

დეკემბერი 4, 2021
816
პოლიტიკა

სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან

დეკემბერი 2, 2021
1.6k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია