კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა. წულუკიანთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან მივიდა ანსამბლი „ბასიანი“.
„დღეს ჩვენ მადლობას ვეუბნებით იმ გოგონებს, კაცებს, საქართველოს შვილებს, რომლებმაც თავისუფლება გვაჩუქა და 9 აპრილს, ამ სისხლიან ღამეს, როდესაც რუსის ჯარმა, რომელიც დღესაც ჩვენს ტერიტორიებზე ოკუპაციას ახორციელებს, დახოცეს თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩვენი ქვეყნის შვილები“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.










