მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა მადრიდის ცენტრში ცოტა ხნის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ესპანური სააგენტო EFE იტყობინება.
ქალაქის მერი ჯერ მხოლოდ ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
ვრცელდება ცნობები ასევე 6 დაშავებულის შესახებ.











