გამოცდიდან მოხსნილი ორი აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, საგამოცდო პროცესში ჩაერთვება. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გამოცდებზე აბიტურიენტების 95 პროცენტი გამოცხადდა.
„ჩვენ ამ პროცესზე დაკვირვება დავიწყეთ თელავის საგამოცდო ცენტრიდან. ისევე როგორც გუშინ, დღესაც გვაქვს 95 პროცენტიანი გამოცხადების მაჩვენებელი. ასევე, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ორი დაგვიანების შემთხვევა. სხვა მიზეზით არც ერთი აბიტურიენტი არ მოგვიხსნია გამოცდიდან.
რაც შეეხება იმ ორ აბიტურიენტს, რომლებიც გამოცდების პირველ დღეს სიცხის გამო მოიხსნენ ტესტირებიდან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ წელსვე მიიღონ გამოცდებში მონაწილეობა. გამოცდების მიმდინარეობის პროცესშივე ჩაერთვებიან ისინი. მათ ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტირება და საბედნიეროდ, კოვიდინფექცია არ აღმოაჩნდათ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით სარეზერვო სივრცეში მოთავსდა 10 აბიტურიენტი, რომლებსაც დაშვებულ ზღვარამდე ჰქონდათ ტემპერატურა.
ნახეთ, დეტალურად – რა წესების და რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს
ასევე, გამოცდების განრიგი სრულად.
გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ენტრების მისამართებსა და მისასვლელ მარშრუტებს აქვეყნებს.











