fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მაია ცქიტიშვილი – მზად ვართ უახლოეს მომავალში მივიღოთ ვაქცინის პირველი პარტია

21:44 იანვარი 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
855
ნახვა

საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 60% აცხადებს თანხმობას აცრაზე და ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო კოვაქს პლატფორმის მეშვეობით, საქართველომ პირველი შესაძლებლობისთანავე გააკეთა განაცხადი ავტორიზებული ვაქცინის 20%-იანი ზღვრული ოდენობის შეძენასთან დაკავშირებით.

„საქართველოში ვაქცინაციის პროცესისთვის შექმნილია ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც სამთავრობო სტრუქტურები, ასევე სახალხო დამცველი  და 80-ზე მეტი ექსპერტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტექნიკურადაც ვართ მზად ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროკავშირთან, ყველა მომწოდებელთან, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ვაქცინის პირველი დოზები, რათა ეს პროცესი შეუფერხებლად გავიაროთ და  ვაქცინაციის დარულების შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ვაქცინის მოხმარების პროცესში შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით.

„ეს არის დამატებითი მოთხოვნა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიებიდან და ასევე საერთაშორისო პრაქტიკაა. რადგან ძალიან მოკლე დროში შემუშავდა ვაქცინები,  მწარმოებლებმა ითხოვეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული იყოს პასუხისმგებლობა, ან ხარჯების ანაზღაურება იმ შემთხვევაში თუ რაიმე სახის გართულება ექნება მოქალაქეს. ყველამ კარგად ვიცით, რომ არის ერთეული შემთხვევები, რასაც სამედიცინო სივრცეში აკვირდებიან.  ამ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუკი ასეთი მოხდა, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოც იღებს პასუხისმგებლობას და მთავრობა აანაზღაურებს ნებისმიერი მკურნალობის ხარჯებს. დიდი მადლობა პარლამენტს, რომელსაც საგანგებო სესიის ფარგლებში მოუხდა ამ საკითხის ოპერატიულად განხილვა, რის შემდეგაც ჩვენ უკვე საკანონმდებლო და ასევე ტექნიკური თვალსაზრისით მზად ვართ უახლოეს მომავალში მივიღოთ ვაქცინის პირველი პარტია,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

თეგები: მაია ცქიტიშვილი

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

სამაგალითო საჯარო მოხელე გახლდათ და “ქართული ოცნების” გუნდის წევრიც იქნება მომავალში – თალაკვაძე ცქიტიშვილზე

თებერვალი 19, 2021
909
პოლიტიკა

გულწრფელად ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, რომ დავუბრუნდე ჩემს ოჯახს – მაია ცქიტიშვილი

თებერვალი 19, 2021
1.1k
პოლიტიკა

ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და გულშემატკივარი – მაია ცქიტიშვილი

თებერვალი 19, 2021
984

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია